Binance-ი მალტაზე დეცენტრალიზებული ბანკის დაარსებას აპირებს

0
2024

მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი Blockchain-ზე დაფუძნებული ბანკის შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი ბანკი მალტაში იქნება დაფუძნებული. მალტა თავის მხრივ, ცნობილია, როგორც კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ქვეყანა.

ასევე Bloomberg-ის ცნობით, Binance-მა უკვე 5%-იანი ინვესტიცია განახორციელა, სხვა წამყვან ინვესტორებთან ერთად. ბანკის შესაქმნელად 155 მილიონი აშშ დოლარი შესაბამის ანგარიშზე უკვე გადარიცხულია.

პროექტი მიზნად ისახავს გახდეს მსოფლიოში პირველი დეცენტრალიზებული ბანკი. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ოპერაციების დაწყებამდე ბანკმა უნდა მოიძიოს კუნძულის მარეგულირებლის ლიცენზია, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის ფინანსურ კანონმდებლობასთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სილვიო შემბერიმ, მალტის პრემირ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კუნძულისთვის პატივია, რომ შეირჩა პირველი გლობალური საზოგადოების საკუთრებაში არსებული ბანკის შექმნის ადგილად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი