Binance Labs-მა Blockchain-ის განვითარებისთვის ფონდი შექმნა

0
863

კრიპტო გიგანტის Binance-ის საინვესტიციო ჯგუფმა, Binance Labs-მა, გლობალურ ინვესტორებთან ერთად 500 მილიონი დოლარის ფონდი შექმნა.

ინვესტორებს შორის არიან DST Global Partners-ი და Breyer Capital-ი. მათი ჩართულობა ფონდს კრიპტო ინოვაციების განვითარებაში, Web3-სა და Blockchain ლანდშაფტში მასშტაბური პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

Binance Labs-ი ამ 500 მილიონი დოლარის ფონდის გამოყოფას საინკუბაციო, ადრეული და გვიანი ეტაპის პროექტებისსათვის გეგმავს.

კრიპტო ეკოსისტემის შესახებ თავისი შეხედულები Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაამჟღავნა. მისი თქმით, მთავარ ღირებულებას ადამიანსა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირი წარმოადგენს.

„ახალი საინვესტიციო ფონდის მიზანია აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს პროექტებსა და დამფუძნებლებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი შექმნან და წარმართონ Web3 DeFi, NFT და ა.შ.”, – განაცხადა ჩენგპენგ ზაომ.

შეგახსენებთ, რომ Binance Labs-ი 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ გლობალურად 100-ზე მეტ პროექტში ჩადო ინვესტიცია. მის პორტფოლიოში რამდენიმე გამორჩეული კომპანია ფიგურირებს, ესენია 1inch-ი, Axie Infinity, Dune Analytics-ი, Elrond-ი, Polygon-ი და The Sandbox.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი