Binance-მა და Huobi-მ გაყინეს 1,4 მილიონი დოლარი კრიპტოვალუტაში, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან
კრიპტოვალუტის ბირჟებმა Binance-მა და Huobi-მ კვლავ გაყინეს ანგარიშები, რომლებიც გასული ივნისის 100 მილიონი დოლარის Harmony Horizon-ის ჰაკერთანაა დაკავშირებული.
სავაჭრო პლატფორმების მიერ გაყინული დაახლოებით 1,4 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტო ანგარიშები, ჩდილოეთ კორეაში მოქმედ ცნობილ ჰაკერულ დაჯგუფება Lazarus Group-თან არის დაკავშირებული.
კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით, Blockchain-ის ანალიტიკურმა კომპანია Elliptic-მა გამოძიება ჩაატარა, რადგან კომპანიებს არ დაუზუსტებიათ თუ, რომელი მონეტები ან ჟეტონები იყო გაყინული.
Elliptic-მა განმარტა, რომ გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია Binance-ს და Houbi-ს გადასცა, რომლებმაც სწრადაფ მოახდინეს რეაგირება აღნიშნულ ინფორმაციაზე და საგამოძიებო მასალებში მითითებული ანგარიშები გაყინეს.
Harmony-ის ექსპლუატაციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ Lazarus Group-მა შეერთებული შტატების OFAC-ის მიერ სანქცირებულ Tornado Cash-ს მიმართა, რათა ტრანზაქციები მაქსიმალურად კონფიდენციალური დარჩენილიყო.
თუმცა, როგორც ჩანს, კრიპტო კომპანიებსა და საგამოძიებო ჯგუფებს შორის კავშირი საკმაოდ მჭიდრო და შედეგიანია.