არაბეთის გაერთიანებული საამიროები სტაბილკოინს გამოსცემს

0
914

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი ფინანსური ტრანსფორმაციის პროგრამის ფარგლებში CBDC-ს გამოსცემს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი (CBUAE) გეგმავს გამოუშვას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) საზღვრისპირა და შიდა გამოყენებისთვის, როგორც მისი ახლად დაწყებული ფინანსური ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის (FIT) პროგრამის პირველი ნაწილი.

ბოლო განცხადებაში, CBUAE-მ საზოგადოებას FIT პროგრამა გააცნო და ხაზი გაუსვა მიზანს, რომელიც ქვეყნის ფინანასური სერვისების სექტორის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ცენტრალურმა ბანკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანზაქციებს და საშუალებას მისცემს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რომელიც ფინანსურ და ციფრული გადახდის ცენტრად ჩამოყალიბებას ცდილობს.

FIT პროგრამის პირველი ეტაპი მოიცავს CBDC-ის გამოცემას. ცენტრალური ბანკის განცხადებით, CBDC-ის გამოშვება აღმოფხვრის საზღვრისპირა გადახდებისა და ძველი სისტემის არაეფექტურობის პრობლემას, რაც შესაბამისად შიდა გადახდის სისტემებშიც შეუწყობს ხელს ინოვაციების დანერგვასა და განვითარებას.

CBUAE-ს ხელმძღვანელის, ხალედ მოჰამედ ბალამას თქმით, FIT პროგრამა ხელს შეუწყობს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფინანსურ ეკოსისტემას და მის მომავალ ზრდას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი