Binance-ი თავისი სტაბილკოინის მხარდაჭერას განაგრძობს

0
1009

კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი გეგმავს გააგრძელოს თავისი Binance USD stablecoin-ის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ემიტენტმა – Paxos Trust Company-მ, მარეგულირებლებისაგან შეწყვეტის ბრძანება შეიძლება მიიღოს.

ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) უბრძანა Blockchain კომპანია Paxos-ს, შეწყვიტოს დოლარზე მიბმული სტაბილკოინის BUSD-ის გამოშვება. ამის მიზეზად კი BUSD-ის რეგისტრაციის უქონლობა დასახელდა.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, Changpeng Zhao, ადგილზე იყო ჩასული მომხმარებლისათვის იმის ასახსნელად, მიუხედავად აღნიშნული სააღმსრულებლო ბრძანებისა, თანხები უსაფრთხოდაა.

“ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში Binance-ის აღმასრულებელი დირექტორმა აღნიშნა, რომ Paxos-ი რეგულირდება NYDFS-ის მიერ. BUSD კი არის სრულ საკუთრებაში და Paxos-ის მიერაა მართული.

ჟაოს თქმით, Paxos-ი გააგრძელებს BUSD-ის მომსახურებას და გამოსყიდვების მართვას. სააღსრულებო მოქმედების შედეგად, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ BUSD-ის საბაზრო კაპიტალი დროთა განმავლობაში შემცირდება და ბირჟა შეისწავლის არაამერიკულ დოლარზე დაფუძნებულ სტაბილკოინებს.

Changpeng Zhao-მ ასევე განაცხადა, რომ Binance-ი გააგრძელებს stablecoin-ის მხარდაჭერას. ამასთან, აღიარებს, რომ მომხმარებლებს შესაძლოა, stablecoin-ის სხვა ტოკენებზე გადასვლა მოუწიოთ აღსრულების მოქმედების გამო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი