Binance-ის ოპერირება ფილიპინებში არ აიკრძალება

0
875

ფილიპინების ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტმა უარი თქვა Binance-ის აკრძალვის წინადადებაზე, ცენტრალური ბანკის მხრიდან კრიპტოვალუტებზე მარეგულირებელი პოზიციის ნაკლებობის მოტივით.

ფილიპინების ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტმა (DTI) არ დაასახელა ქვეყნის ცენტრალური ბანკის, Banko Sentral ng Pilipinas (BSP) მიერ დადგენილი მკაფიო სახელმძღვანელო მითითებები, როგორც უცილობლად შესასრულებელი მოთხოვნა მას შემდეგ, რაც ლობირების ჯგუფმა მოითხოვა Binance-ის აკრძალვა.

ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრმა Infrawatch PH-მა სთხოვა DTI-ს გამოეკვლია Binance-ის სერვისები და შეთავაზებები, რაც ჯგუფის აზრით, საჭირო ნებართვების გარეშე გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ DTI-ს არ შეუძლია გაატაროს რაიმე სახის კანონიერი ღონისძიება, რომელიც Binance-ის შესვლას სავაჭრო სივრცეში დააბრკოლებს.

მიუხედავად სამთავრობო სააგენტოსა და ცენტრალური ბანკის აზრთა სხვადასხვაობისა, Binance-ი ცდილობს ორივე მხარე დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნების შესაბამისად. ასევე ქვეყანაში არსებული რეგულაციის სისტემაც გასათვალისწინებელია.

უფრო კონკრეტულად კი ელექტრონული ფულის გამცემი კომპანიისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ლიცენზიის მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი