ჩინეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ინვესტორებს აფრთხილებს

0
2741

გუშინ, ჩინეთის ცენტრალური ბანკმა საჯარო განცხადება გამოაქვეყნა და ინვესტორები პირველადი მონეტარული შეთავაზებისა (ICO) და კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

გაფრთხილება ძირითადად შეეხებოდა არასანქცირებული და არალეგალური ICO-სა და ციფრული ვალუტის გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკი მიესალმება ჩინეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის მიმართ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას.

“ციფრული ვალუტის გლობალური მოხმარების წილი შემცირდა 90%-დან 5%-მდე. ტრანზაქციების სიმცირე ასევე მოქმედებს, როგორც კრიპტო ისე სამოქალაქო საზოგადოებაზე”,-ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ბანკი აღიარებს, რომ რამდენიმე გამოწვევა კვლავ რჩება. კერძოდ, ოფშორული ბირჟების გავრცელება. სწორედ ასეთი ტიპის კრიპტობირჟები ვაჭრობენ არალეგალურად.

ცენტრალური ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ფინანსური რისკების შეფასების ოფისმა უკვე მიიღო მთელი რიგი ზომები, მათ შორის დაიბლოკა 124 IP მისამართი, რომელიც არალეგალური ვაჭრობაში იყო შემჩნეული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ჩინეთის სახალხო ბანკმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ინტერნეტიდან მომდინარე ფინანსურ რისკებზე და იქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ICO-ს პროექტები და სავაჭრო პლატფორმები დახურულია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

2017 წელს ჩინეთის მთავრობამ აკრძალა კრიპტოვალუტითა და ICO-ებით ვაჭრობა, როგორც არალეგალური საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ მთავრობა დღესაც იმავე პოზიციაზე ინარჩუნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი