Bancor-ის საქმე ნიუ-იორკის სასამართლოში გაგრძელდება

0
1503

იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ B-Protocol Foundation- ის, დეცენტრალიზებული ლიკვიდურობის ქსელის Bancor-ის სარჩელს, მშობლიური კომპანიის წინააღმდეგ, მოითხოვეს საქმის აშშ-ში განხილვა და არა ისრაელში, როგორც ეს მიმდინარე პერიოდში ხდება.

იურისტები ამბობენ, რომ ისრალელი შესაფერისი ქვეყანა არაა მსგავსი სარჩელების განსახილველად, რადგან მათ პროკურორებს და მოსამართლეებს მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილება არ აქვთ.

არგუმენტებში ასევე მოხსენიებული იყო ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანია აქტივების დიდ ოდენობას აშშ-ს ტერიტორიაზე ფლობს, რაც განისაზღვრება Bancor Network Token-ის არსებობით.

ამიტომაც, ადვოკატებმა გასულ კვირას შუამდგომლობა ნიუ-იოკის სამხრეთ ოლქის სასამართლოში შეიტანეს.

მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სწორედ მსგავსი არგუმენტების გამო სასამართლო ისრაელში უნდა ჩატარდეს.

მათი აზრით, ქვეყანას გააჩნია სთანადო იურიდიული პასუხისმგებლობა და კომპანიის გავლენები ისრაელში ნაკლებად ვრცელდება, ამიტომ სასამართლო უფრო დამოუკიდებელი იქნება.

შეგახსენებთ რომ, სარჩელი ეხება არალიცენზირებულ ვაჭრობას და ბაზარზე მანიპულაციას, რაც უხეშად არღვევდა მომხმარებელთა უსაფრთხოების რიგ პროტოკოლებს.

სწორედ ეს გახდა მიზეზი საქმის აშშ-ს ტერიტორიაზე განხილვისა, რადგან კომპანამ სწორედ შტატების კანონი დაარღვია აღნიშნული ქმედებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი