BaFin-ი კრიპტო მომხმარებლებს აფრთხილებს

0
892

გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური ორგანო (BaFin) ახალი მავნე პროგრამის სწრაფი გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

პროგრამა გავლენას ახდენს ბანკებისა და კრიპტოვალუტის აპლიკაციებზე.

გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა ორგანომ (BaFin) გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელიც აფრთხილებს მომხმარებლებს მავნე პროგრამის შესახებ.

პროგრამა აგროვებს მომხმარებლის მონაცემებს სხვადასხვა აპლიკაციის დახმარებით.

Godfather malware-ი თავს ესხმის მომხმარებლებს რეგულარული საბანკო და კრიპტო აპლიკაციების ყალბი ვებსაიტების ჩვენებით.

მარეგულირებლის თქმით, ჯერ არ არის განსაზღვრული, როგორ უტევს მავნე პროგრამა მომხმარებლების მოწყობილობებს. ცნობილია, რომ მავნე პროგრამა აგზავნის შეტყობინებებს ორფაქტორიანი იდენთიფიკაციის კოდების მისაღებად.

„ამ მონაცემებით, კიბერ კრიმინალებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა მომხმარებელთა ანგარიშებსა და საფულეებზე“, – აღნიშნა BaFin-მა.

შეგახსენებთ, რომ პირველი გაფრთხილებები Godfather-ზე დეკემბერში გამოქვეყნდა. განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ მავნე პროგრამა Android მოწყობილობებზე გავლენას ახდენდა და მიზნად ისახავდა 16 სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი