Apple-ი კრიპტოვალუტის სექტორს კიდევ უფრო დაუახლოვდა

0
908

Apple-მა თავისი iPhone-ისთვის Tap to Pay-ის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. ეს იქნება ახალი ფუნქცია, რომელიც მფლობელის სმარტფონს ბიზნესისა და ვაჭრობისათვის მოსახერხებელს გახდის.

წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ Tap to Pay-ით, iPhone-ის მფლობელები ისევე ისარგებლებენ სმარტფონებით, როგორც მოვაჭრეები და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები სარგებლობენ საკასო აპარატებით. ეს უკანასკნელი კი ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (NFC) მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

Apple-ის განცხადებით, Tap to Pay ფუნქციას, რომელიც მალე ამოქმედდება, Apple Pay-ზე, უკონტაქტო საკრედიტო და სადებეტო ბარათებსა და სხვა ციფრულ საფულეებზე გამარტივებული წვდომა ექნება.

ეს კი ნიშნავს, რომ თუ Apple-ი არ შეცვლის მიდგომას, მომხმარებლები, რომლებიც Coinbase Card-ს, Crypto.com-ის Visa Card-ს ან მსგავს გადახდის ბარათებს იყენებენ, Tap to Pay-ის საშუალებით კრიპტოვალუტის გამოყენებას გადახდებისათვის შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივნისში Coinbase-მა გამოუშვა Coinbase Card-ი. აგვისტოში კი ის Apple Pay-სთან და Google Pay-სთან ინტეგრირდა, რაც მომხმარებლებს პლატფორმზე ვაჭრობის გამარტივებულ შესაძლებლობას სთვაზობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი