სამშაბათს, 4 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარს ქვემოთ დარჩა ფასის ზრდის ტენდენციები მაინც შეიმჩნეოდა.
დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3.768-სა და 4.091 დოლარს შორის მოძრაობდა. ბოლო 24 საათის მანძილზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 1.33%-ით გაიზარდა და დღის ბოლოს ფასი 3.956 დოლარზე დაფიქსირდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.755-სა და 4.404 დოლარს შორის მოძრაობდა.
რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე მსხვილ კრიპტოვალუტას, რიპლის: 4 დეკემბერს ალტკოინის კურსი დაახლოებით 0.35 აშშ დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის კურსი 24 საათის განმავლობაში 0.42%-ით გაიზარდა.
ამასთანავე, ბოლო 7 დღის მანძილზე რიპლის კურსი 0.34-სა და 0.39 დოლარს შორის მერყეობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 126.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.