ამ ეტაპზე, ჰონგ-კონგის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ გეგმავს

0
2247

ჰონგ-კონგის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტას არ გამოუშვებს.

ჩინეთის სახალხო ბანკი და ჰონგ-კონგის ფინანსთა სამინისტრო ციფრული ვალუტას ამ ეტაპზე, არ გამოუშვებს. ჯოზეფ ჩენმა, ჩინეთის საკანონმდებლო საბჭოს ფინანსურმა მრჩეველმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგი კრიპტოვალუტაზე მონიტორინგს ახორციელებას ამ ეტაპზე არ დგას ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხი.

ჯოსეფ ჩენის თქმით, ბანკებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტი აქტიურად სწავლობს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესაძლო გამოშვების საკითხს.

“ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა, რომელიც შეიძლება ფართოდ იქნეს გავრცელებული და ამასთანავე, ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთოებას და მოსახერხებელი იყოს გადახდისათვის”,- აღნიშნავს ჯოზეფ ჩენი.

ჩინეთის საკანონმდებლო საბჭოს ფინანსურმა მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს ჰონგ-კონგში თავდაპირველი მონეტების შეთავაზებებისა (ICO) და კრიპტოვალუტის განვითარების საკითხს, რა თქმა უნდა, ეს განხორიციელდება ინვესტორთა უსაფრთხოების სრული დაცვით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი