ნიდერლანდების ბანკის მმართველის მრჩეველი: ბიტკოინი არ წარმოადგენს “ეკონომიკურ ბუშტს”

0
4079

ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მმართველის მრჩეველმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასების ცვლილებები კრიპტოვალუტის შესახებ Google- ში ინფორმაციის მოძიებას ემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

“ყოველ ჯერზე ბიტკონი იყო ახალ ამბებში. შეეხებოდა ეს მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს. ამის მიხედვით იზრდებოდა ფასიც”,- აღნიშნა CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯუს ვან დერ ბარგთმა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი ახლა გასული კვირეების განმავლობაში დანაკარგების კომპენსირებას ახდენს.

რაც შეეხება ჯუს ვან დერ ბარგთის მოსაზრებას, მან განაცხადა, რომ ბიტკოინი შესაძლოა, სულაც არ წარმოადგენდეს “ეკონომიკურ ბუშტს”.

მაშინ, როცა ეკონომისტი ნურიელ რუბინის მოსაზრებით, საბოლოოდ, ბიტკოინის დასასრული ისეთივე იენება, როგორიც ჰოლანდიური “ტულპომანიის” იყო.

ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მრჩეველი ბიტკოინის მიმართ ნეგატიური განწყობით არ გამოირჩევა, თუმცა სან-ფრანცისკოს ფედერალური სარეზერვო ბანკის აპრილის ანგარიშში, სადაც მან განიხილა ბიტკოინის შესახებ რისკები არ გამოუყენებია ფრაზა, იმის შესახებ, რომ ბიტკოინი არის ფინანსური ინოვაცია.

“შესაძლოა, ბიტკოინი განსხვავდება ყველაფერი იმისგან, რაც აქამდე გვინახავს, ასევე შესაძლოა ამ ათწლეულში ბიტკოინის კაპიტალიზაციამ უმაღლეს ნიშნულებს მიაღწიოს, რადგან ის ახლა გლობალური ვალუტის სტატუსის მიღწევას ცდილობს”, – განაცხადა ჯუს ვან დერ ბარგთმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი