ჰოლანდიის უმსხვილესმა სუპერმარკეტების ქსელმა Albert Heijn-მა განაცხადა, რომ Blockchain-ის დანერგვას აპირებს, რათა პროდუქციის მიწოდება გააუმჯობესოს. სიახლე პირველ რიგში ფორთოხლის წვენის ტრანსფერს ეხება.
Albert Heijn-ი ოფიციალურად აცხადებს, რომ ახალი Blockchain სისტემა ოპერირებას Refresco-სთან პარტნიორობით დაიწყებს. Albert Heijn-ი სისტემის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლებს ინფორმაციას მაქსიმალურად მიაწვდის.
სისტემაში გავრცელდება მონაცემები, რომლებიც აჩვენებს სხვადასხვა საკვების ხარისხისა და მდგრადობის რეიტინგებს, ასევე ინფორმაციას ხილის შესახებ, მათ შორის მოსავლის აღებისა და სიტკბოს ინტენსივობის გათვალისწინებით.
“ჩვენ გვინდა აქტიური წვლილი შევიტანოთ ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობის საკითხებში. ასევე ვიზრუნოთ ჩვენი პროდუქტების სიჯანსაღეზე, საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირებასა და გარემოზე ზემოქმედების შეზღუდვაზე. ქსელის გამჭვირვალობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება”,-განაცხადა Albert Heijn-ის კომერციულმა დირექტორმა, მარიტ ვან ეგმონდმა.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ უცხოურ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც კვების გლობალურ მრეწველობაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებდა.