Coinbase-ი პოლიტიკური კანდიდატებისთვის კრიპტო შემოწირულობის მიღებას მხარს უჭერს

0
842

2022 წლის ამერიკის შუალედური არჩევნების წინ Coinbase-მა პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს განცხადება წარუდგინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ციფრული ვალუტის ბირჟა კრიპტოვალუტის განვითარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს. კანონპროექტი პოლიტიკური კანდიდატებისთვის კრიპტო შემოწირულობის მიღებასაც მოიცავს.

პოლიტიკური მოქმედების კომიტეტი (PAC) არის ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც წინა საარჩევნოდ კანდიდატებისათვის თანხების მოზიდვას ხელმძღვანელობს.

განაცხადის თანახმად, Coinbase-ის ფინანსურმა დირექტორმა, ელისია ჰასმა Coinbase Innovation PAC-ი უკვე დაარეგისტრირა.

ამასთანავე, როგორც ცნობილი გახდა, კონგრესში დანიშნულ წევრებს მოეთხოვებათ პოლიტიკური მოქმედების კომიტეტისთვის კრიპტო ანგარიშების გამჟავნება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე მარეგულირებლის შეტყობინების შემდეგ Coinbase-მა კრიპტო სესხების პროგრამა შეაჩერა.

ბირჟამ მარეგულირებელი ორგანოსაგან მიიღო გაფრთხილება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, თუკი სესხის პროგრამა ბაზარზე გამოვიდოდა ისინი მას უსაფრთხოდ არ ჩათვლიდნენ და სანქციებს დაუწესებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი