სამხრეთ კორეიდან ჰოლანდიაში Blockchain-ის დახმარებით გადაზიდვა წარმატებით განხორციელდა

0
2150

Samsung SDS-მა, ჰოლანდიურმა ბანკმა ABN AMRO-მ და როტერდამის პორტმა ერთობლივი პროექტი წარმატებით დაიწყეს. პროექტის მიზანი სამხრეთ კორეიდან ნიდერლანდებში Blockchain პლატფორმით გადაზიდვის უზრუნველყოფა იყო.

როტერდამის პორტის ხელმძღვანელის, პოლ სმიტის განცხადებით, Blockchain პლატფორმა ბევრად ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული გადაზიდვის პროცესი, რომელიც ჩვეულებრივ მძიმე საქაღალდე შრომას მოითხოვს.

“ამჟამად გადახდა, ადმინისტრაცია და კონტეინერების ფიზიკური ტრანსპორტირება მთლიანად ხდება ცალკეული სქემით. ეს ყველაფერი ძალიან ეფექტურად და ორგანიზებულად მიმდინარეობს”,- განაცხადა პოლ სმიტმა.

ზოგადად ჰოლანდია Blockchain ტექნოლოგიების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ჰოლანდიის ეკონომიკის მინისტრის დავალებით Blockchain-ის კვლევის ჯგუფი შეიქმნა.

სამინისტრომ ჯგუფი შექმნა, სახელწოდებით “Top Team ICT”, რომლის მოვალეობა იყო გამოეკვლია Blockchain ტექნოლოგიის განვითარების საკითხები, წარმოების კანონიერი გზები და ეკონომიკური გავლენები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი