ჯონ ვეზი: Facebook-ის კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარი კონკურენტია

0
1983

ეკონომისტი ჯონ ვეზი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი Facebook-ის კრიპტოვალუტასთან კონკურენციაში იმყოფება.

ჯონ ვეზმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბიტკოინს გადახდების თვალსაზრისით აქვს გამოწვევევბი და ბიტკოინის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბიტკოინი არის სპეკულაციური აქტივი.

ეს კი მაშინ, როდესაც Libra-ს მიზანია კრიპტოვალუტა შეფასდეს, როგორც გადახდის საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მარეგულირებელთან დაკავშირებული პრობლემებისა, სწორედ Libra არის ბიტკოინის მთავარი კონკურენტი.

ამასთანავე, ეკონომისტმა ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტების შესახებაც იმსჯელა და განაცხადა, რომ ეს მიანიშნებს ბანკების სუსტ თავდაცვით პოზიციაზე. ბანკების ციფრული ვალუტა არის პასუხი იმ საფრთხეზე, რასაც კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფინანსურ სექტორს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კრიპტოვალუტების ბაზართან დაკავშირებით ჯონ ვეზის კომენტარი გავრცელდა. ეკონომისტი ბიტკოინის კურსის დაცემას არ პროგნოზირებს. მისი აზრით, ციფრული ვალუტის ბაზარზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მაგრამ ფასის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი მაინც არ არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი