მსოფლო ეკონომიკას COVID-19-ის კრიზისის დაძლევაში შესაძლოა, კრიპტოვალუტა დაეხმაროს

0
1333

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შესახებ. გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მსოფლმხედველობის ყოველთვიური ანგარიშში აღწერილი იყო COVID-19-სგან გამოწვეული კრიზისი.

კრიზისი შეფასადა როგორც 90 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა. ეკონომისტები 2022 წლისთვის მთლიაობაში ცხრა ტრილიონი დოლარის ზარალს პროგნოზირებენ.

ციფრული ვალუტის სექტორის წარმომადგენლები კი ამ მდგომარეობას უიმედოდ არ უყურებენ. ეკონომიკური კრიზისი და უშუალოდ ქაღალდის ფულთან შეხების საფრთხე ადამიანებს ციფრული ფულის გამოყენებისკენ უბიძგებს.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ფონზე შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკებმა ციფრული ვალუტის გამოშვება დააჩქარონ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა, ქვეყანა, სადაც კორონავირუსმა გავრცელების ფართომასშტაბიანი სახე მიიღო ქაღალდის ფულის ალტერნატიულ საშუალებაზე მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ საპილოტე პროგრამა უკვე დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი