ჯეკ დორსის კომპანიის მოგება 29%-ით გაიზარდა

0
1062

Twitter-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, ციფრული გადახდების კომპანია Block Inc.-მა განაცხადა, რომ კომპანიის მოგება 29%-ით გაიზარდა და 1,47 მილიარდ დოლარს მიაღწია მეორე კვარტალში. თუმცა ბიტკოინის ბიზნესი შემცირდა მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბიტკოინის ფასების დაცემის გამო.

ფინანსური სერვისების კომპანია, ძირითადად, გამოიმუშავებს ბიტკოინის შემოსავალს სავაჭრო სერვისების მიწოდებით ციფრული გადახდების აპლიკაციის Cash App-ის მეშვეობით.

Block Inc.-მა აღნიშნა, რომ კომპანიამ გამოიმუშავა 1,79 მილიარდი დოლარის ბიტკოინის შემოსავალი მიმდინარე კვარტალში, რაც 34%-ით ნაკლებია, მაშინ როცა ბიტკოინის მთლიანი მოგება შეადგენდა მხოლოდ 41 მილიონ აშშ დოლარს.

Block Inc.-მ განაცხადა, რომ ბიტკოინის შემოსავლის ვარდნა გამოწვეული იყო კრიპტოვალუტების კურსის კლებით.

„ბიტკოინის შემოსავლისა და მთლიანი მოგების წლიური კლება ძირითადად გამოწვეული იყო მომხმარებელთა მოთხოვნის და ბიტკოინის ფასის შემცირებით, რაც ნაწილობრივ დაკავშირებული იყო ციფრული ვალუტების ირგვლივ არსებულ სხვადასხვა სახის დაუზუსტებელ ინფორმაციასთან”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი