აშშ-ს კონგრესი კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს

0
2652

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების ქვეკომიტეტი კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით მოსმენას გეგმავს.

კომიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეკომიტეტის მოსმენა სახელწოდებით, “კრიპტოვალუტისა და ICO-ს ბაზრების განხილვა” 14 მარტს არის დაგეგმილი.

ამ კვირაში ვაშინგტონში გამართულ Blockchain-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ს დელეგატმა ტომ ემმერმა, რომელიც არის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების ქვეკომიტეტის წევრი განაცხადა, რომ მოსმენა ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა. მოსმენა მიზნად ისახავდა კრიპტოვალუტისა და ტოკენის გაყიდვების შესახებ სამიტის წევრებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფინანსური სერვისების კომიტეტის წევრებს შორის არსებობს მზარდი ინტერესი. ინტერესი ძირითადად ეხება ტრანზაქციების დროს ტექნოლოგიების გამოყენებას.

მომდევნო თვეში სენატის საბანკო და სავალუტო კომიტეტის მოსმენა გაიმართება, რომელსაც ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიისა ასევე სასაქონლო “ფიუჩერსებით” ვაჭრობის კომისიის თავმჯდომარეები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ ამ მოსმენაზე აღნიშნული უწყებები ეცდებიან ბაზარზე დამატებითი ზედამხედველობის უფლების მოპოვებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი