ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაუმჯობესდა

0
1389

ოთხშაბათს, 29 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა მოიმატა.

ბოლო ორი დღეა ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 7,960-სა და 8.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 2.71%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ბიტკოინის სამიზნე ნიშნული 8.000 დოლარია.

თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს მომდევნო დონე 8.500 დოლარი იქნება.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 4.70%-ით არის გაზრდილი. ალტკოინის ფასმა 200 დოლარის ნიშნული უკვე დასძლია.

ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსი 205 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის ციფრების მიხედვით, 29 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 228,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი