Chainalysis-ი: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 400 მილიონი დოლარის ეთერიუმი მოიპარეს

0
630

Chainalysis-ის კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 2021 წელს 400 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს.

Chainalysis-ის ახალი მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეელმა კრიპტო ჰაკერებმა გასულ წელს კიბერთავდასხმების მეშვეობით თითქმის 400 მილიონი დოლარის ეთერიუმის მითვისება მოახერხეს.

ანალიტიკური კომპანიის მოხსენების მიხედვით, ჩრდილო კორეიდან კრიპტო სექტორში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც შეიცვალა. მაგალითად, თუ 2017 წელს კრიპტო დააშაულის 100% ბიტკოინზე მოდიოდა, გასული წლის მონაცემებით, ახლა ის ქურდობის ინტერესის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს:

„2021 წელს მოპარული სახსრების მხოლოდ 20% იყო ბიტკოინი, ხოლო 22% იყო ან ERC-20 ტოკენი ან ალტკოინი. ეთერიუმმა პირველად შეადგინა მოპარული სახსრების ნახევარზე მეტი, ანუ დაახლოებით 58%”,- აღნიშნულია მოხსენებაში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს ჩრდილოეთ კორეიდან თავდასხმები ძირითადად მიმართული იყო საინვესტიციო კომპანიებსა და დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, რა დროსაც ძირითადად იყენებდნენ ფიშინგის სატყუარასა და მავნე პროგრამებს.

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა მოპარულ კრიპტოვალუტას ეკონომიკური სანქციების თავიდან ასაცილებლად იყენებს, ასევე – ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დასაფინანსებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი