Hodlnaut-ი სასამართლოს მიმართავს

0
752

კრიპტოვალუტის დაკრედიტების კომპანია Hodlnaut-მა შეამცირა თავისი მუშახელის უმეტესი ნაწილი და მოითხოვა სასამართლო მენეჯმენტის ქვეშ მოქცევა ფინანსური გარემოებების გამო.

Hodlnaut-მა, რომელიც მომხმარებლებს, პროცენტიანი კრიპტოვალუტის საინვესტიციო ვარიანტებს სთავაზობს, შემოწმებულ ინსტიტუტებში, დაადასტურა რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

კომპანიის ცუდი ფინანსური მდგომარეობა განპირობებულია ზარალით, რომელიც განიცადა მისმა ჰონგ-კონგის შვილობილმა კომპანიამ, TerraUSD-ის (UST) კრახის დროს, თანხის გატანის დიდი მოცულობისა და კრიპტოვალუტის ბაზრებზე ზოგადი ვარდნის გამო.

კომპანიამ აირჩია მიმართოს სასამართლოს, რომლის დროსაც სინგაპურის სასამართლო დანიშნავს მენეჯერს, რათა გადახედოს ანგარიშებს და საქმიანობას, როგორც უკანასკნელი საშუალება, რათა თავიდან აიცილოს Hodlnaut-ის ქონების, ბიტკოინისა და ეთერიუმის ლიკვიდაცია.

ამით კომპანია ცდილობს, რომ გაკოტრებას გადაურჩეს.

სასამართლო მენეჯმენტი ასევე საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს აღდგენის გეგმა და ეტაპობრივად განახორციელოს კომპანიის რეაბილიტაცია.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი გეგმავს აღადგინოს თავისი აქტივების ვალის თანაფარდობა 1:1-მდე, რათა მომხმარებლებს საშუალება მისცენ თავიანთი საწყისი კრიპტოვალუტის დეპოზიტები გაანაღდონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი