მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტის განვითარების ადრეულ ეტაპზეა.
როგორც ცნობილია, პროექტი შეიქმნება იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესძლოს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებას.
განსაკუთრებით საქმე ეხება აშშ-ს სანქციებს.
ჩრდილოეთ კორეის კრიპტო კონფერენციების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა ბიტკოინის მსგავსი იქნება.
“ჩვენ კრიპტოვალუტების განვითარების ადრეულ სტადიაზე ვართ. უფრო კონკრეტულად კი, ახლა ჩვენ ციფრულ ვალუტას შევისწავლით”,- აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის კრიპტო კონფერენციების ხელმძღვანელმა კაი დე ბენოსმა.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელამ თავის დროზე ეროვნული კრიპტოვალუტა აშშ-ს სანქციების დაძლევის მიზნით შექმნა. პეტროს შექმნის დროს ქვეყნის ეროვნული ვალუტა ჰიპერინფლაციას განიცდიდა.
2018 წლის ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეროვნული კრიპტოვალუტით ნავთობის შეძენა შესაძლებელი გახდებოდა.