ჩრდილოეთ ამერიკა Blockchain ბაზრის ლიდერია

0
907

ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი Blockchain ტექნოლოგიის განვითარების კუთხით ლიდერობს.

Fortune Business Insights-ის ანგარიშში, სახელწოდებით „Blockchain Market Analysis Research Report, 2021–2028“, აღნიშნულია, რომ გლობალური Blockchain ბაზარი, სავარაუდოდ 104,19 მილიარდ დოლარს 2028 წლისთვის მიაღწევს.

ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეების არსებობამ, როგორიცაა IBM-ი, Microsoft-ი, Oracle-ი, AWS-ი, Digital Asset Holdings-ი და ა.შ. მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

კვლევის თანახმად, პანდემიამ დააჩქარა მოთხოვნა cloud სერვისებზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რის შედეგადაც ბაზარი მოსალოდნელზე სწრაფად მომწიფდა.

მონაცემთა უსაფრთხო და გამჭვირვალე მენეჯმენტზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. აღსანიშნავია, რომ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს შექმნას ციფრული სამუშაო პლატფორმები.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ Blockchain-ის მზარდი პოპულარობა საწარმოების მხრიდან პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროებამ, ასევე მასთან დაკავშირებულმა სერვისებმა და ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნების მოთხოვნილებამ განაპირობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი