ჩინეთის Blockchain ქსელმა, Nervos-მა ახლახანს განაცხადა ახალი ფონდის შესახებ, რომლის კაპიტალი 5 მილიოინი დოლარია. ფონდი ორიონტირებული იქნება დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარებადი პროექტების და მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორებიცაა დენცენტრალიზებული ბირჟები, საკრედიტო პლატფორმები და სხვა.
Nervos–ის განცხადების თანახმად, ფონდი მხარს დაუჭერს და გასცემს ფულად გრანტებს fintech და Blockchain მეწარმეებისთვის. ფონდის ფინანსირების კრიტერიუმები შემდგნაირადაა განაწილებული: გრანტის მისაღებად საჭიროა კომპანია ავითარებდეს სანდო დენცენტრალიზებულ ბირჟას, იღებდეს ციფრულ აქტივებთან და საკრედიტო საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და პრიორიტეტი იყოს მარავლმხრივი Blockchain ქსელის უზრუნველყოფა.
ფონდის დაფინანსების მიღების შემთხვევაში გამარჯვებულ კომპანიას საშუალება ექნება მიიღოს არამხოლოდ ფულადი დახამრება, არამედ კონსულტაციებიც Nervos–ის ძირითადი დეველოპერული გუნდისაგან.
Nervos არის ჩინეთში დაფუძნებული Blockchain ქსელი, რომელიც საშუალებას იძლევა მასშტაბური გადაწყვეტილებები მიიღოს და მიზნად ისახავს უნივერსალური, ინტერნეტის მსგავსი საზოგადოებრივი ქსელის შექმნას.
მათი განცხადებით, აღნიშნული ფონდის შექმნა უკავშირდება ერთგვარ საპროტესტო განწყობას, რომელიც მათ და სხვა Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ინდუსტრიაში მყოფ კომპანიებს გააჩნიათ ცენტრალიზებული ფინანსებისა და კომპანიების მიმართ.