Meituan-ი, ჩითეში დაფუძნებული სურსათის მიწოდების უმსხვილესი კომპანია აცხადებს, რომ თავისი სერვისებისთვის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას (CBDC) გამოიყენებს.
Meituan-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრული იუანის საფულე აპლიკაციას დაუკავშირონ და გამოიყენონ ისეთი ყოველდღიური სერვისებისთვის, როგორიცაა სასტუმროების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება და რესტორნებში გადახდა.
საკვების მიწოდებისა და ყოველდღიური სერვისების აპლიკაციამ შარშან 660 მილიონი ტრანზაქცია დააფიქსირა. შესაბამისად, მათ უკვე შეუძლიათ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოცდაში ჩაერთონ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყნის ისეთი უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა WeChat-ი და JD.com-ი e-CNY-ის მასობრივ ტესტირებას შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა სტაბილკოინის განვითარება 2019 წელს დაასრულა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ხელისუფლება ბაზარზე ინტენსიურად ამოწმებდა მის გამოყენებას.
CBDC-ს თავდაპირველ ვერსიას სახელმწიფო შიდა მოხმარებისთვის იყენებდა. მოგვიანებით კი მილიონობით კერძო პირი და ასობით ბიზნეს კომპანია მოიცვა.
მიუხედავად იმისა, რომ მთვრობას ჯერ სტაბილკოინის საჯაროდ გაშვება არ დაუანონსებია ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი მომავალი ზამთრის ოლიმპიადისათვის ემზადება, სადაც უკვე დატესტილ კრიპტო გადახდების პლატფორმას საზოგადოებას შესთავაზებს.