Gryphon Digital Mining–მა Bitmain-თან ხელშეკრულება გააფორმა

0
1087

Gryphon Digital Mining–მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ბიტკოინის მაინინგის მწარმოებელ Bitmain–თან 7,200 Antminer S19J Pro დანადგარების შესაძენად.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მაინინგის ტექნიკის მთლიანი ხარჯები დაახლოებით 48 მილიონი დოლარია. 2021 წლის აგვისტოდან Bitmain-ი გარიგების ფარგლებში Gryphon–ს 600 მაინინგის დანადგარს გადასცემს.

Antminer S19J Pro არის Bitmain–ის ბიტკოინ მაინინგის აპარატურის უახლესი მოდელი, რომლის გლობალურ ბაზარზე გამოტანა დაგეგმილია ზაფხულის ბოლომდე. განცხადების თანახმად, თითოეული დანადგარი მომხმარებელს 100 ტერაჰაშ წამს, (TH / წმ) ჰეშის სიჩქარის სიმძლავრეს, სთავაზობს, რაც ენერგოეფექტურობის კოეფიციენტით 29.5 ჯოული თითო ტერაჰაშია.

7,200 აპარატის ამუშავების შემთხვევაში, Gryphon-ი თეორიულად წამში 720 პეტაჰაშის (PH / წმ) სიჩქარეს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის, მიღწევებს ასევე შეემატება ის ფაქტი, რომ Gryphon Digital Mining-ის მაინერები 100%-ით განახლებად ენერგიაზე იმუშავებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი