ჩინეთის მოქალაქეებს ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტაში კვლავ შეუძლიათ ინვესტირება. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ციფრული ვალუტით ვაჭრობა.
2017 წლის სექტემბერში, ჩინეთის კრიპტოსავაჭრო ბირჟები “BTCC ჩინეთი”, “Huobi” და “OKCoin” მთავრობამ ოფიციალურად დახურა. ვაჭრობის აკრძალვიდან სამი თვის შემდეგ, ჩინეთის სამმა ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტის ბირჟამ კონტინენტური ჩინეთიდან ჰონგ-კონგში გადაინაცვლა. “BTCC ჩინეთმა”, “Huobi”-მ და “OKCoin”-მა რებრენდიგის შედეგად “BTCC”-დ, “Huobi-Pro”-დ და “OKEx”-ად გადაკეთდა. კომპანიების მთავრ მიზანს წარმოადგენდა სწაფად ადაპტირება ახალ სივრცეში და შესაბამისად, გაცილებით მეტი ინვესტორის მოზიდვა.
ჰონგ-კონგში გადასვლიდან ძალიან მალე სამივე სავაჭრო პლატფორმამ აქტიურად დაიწყო მუშაობა და შესაბამისად, ინვესტორებიც მოიზიდა. მეტნაკლებად, ინვესტორებმა შეძლეს და ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებას, კრიპტოვალუტის ვაჭრობის აკრძალვის შესახებ, ჰონგ-კონგში სავაჭრო საქმიანობის დაწყებით გვერდი აუარეს.
როგორ მოხდა ეს?
ამ ყველაფრის პირველი მიზეზი ის არის, რომ ჰონგ-კონგში შედარებით მარტივია ბიზნესის წამოწყება. 1000 დოლარზე ნაკლებია საჭირო, რომ ბიზნესმენმა ლეგალური საქმიანობა დაიწყოს. შესაბამისად, 2017 წლის დეკემბერში ბევრი ჩინელი ინვესტორი კონტინენტური ჩინეთის საბანკო ანგარიშებიდან ჰონგ-კონგის საბანკო ანგარიშებზე გადავიდა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობა უფრო აქტიურად დაიწყო.
მაგრამ, კონტინენტური ჩინეთისგან განსხვავებით, ჰონგ-კონგში მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კრიპტოვალუტის მიწოდება არასაკმარისი აღმოჩნდა. ჩინეთში, ძირითადად, მსხვილი მაინერული კომპანიებიც ოპერირებდნენ მაგალითად, ისეთი როგორიცაა “ბითმენი”. როგორც აღმოჩნდა, ჰონგ-კონგს არ შეეძლოა იმაზე მეტი ბიტკოინისა და სხვა კრიტპოვალუტების წარმოება, ვიდრე ეს კონტინენტურ ჩინეთში ხდებოდა.
თუმცა, ჰონგ-კონგში იმდენად გაიზარდა ბიტკოინით ვაჭრობა, რომ სამხრეთ კორეის ბაზარსაც კი აღემატებოდა. მაგალითისთვის, 18 იანვარს ბიტკოინის საშუალო ფასი დაახლოებით, 11500 დოლარს შეადგენდა. მაშინ, როცა “Huobi Pro”-ზე 1 ბიტკოინი 13000 დოლარი ღირდა.
გარდა ამისა, ჰონგ-კონგში საფინანსო თემებზე მომუშავე ჟურნალისტმა კრისტალ ჰუმ შენიშნა, რომ კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთ მოვაჭრეებმა დიდი ოდენობის თანხების მოგების მიზნით დაიწყეს ჰონგ-კონგის ბაზრის გამოყენება. ასე მაგალითად, იმავე 18 იანვარს, თუ Coinbase-ზე ბიტკოინის ფასი იყო 11800 დოლარი, Coinbase-ზე ბიტკოინის ყიდვა და შემდეგ ჰონგ-კონგის ნებისმიერ ბირჟაზე გაყიდვა იძლეოდა 1200 დოლარის მოგებას. გამოდიოდა, რომ ჰონგ-კონგის ბირჟებზე ბიტკოინი 1200 დოლარით მეტი ღირდა, ანუ უფრო “ძვირად” იყიდებოდა.
ჰონგ-კონგის ბირჟა კონტინენტურ ჩინეთში ფართოდ გამოყენებულია მობილური აპლიკაციების საშუალებითაც, როგორიცაა მაგალითად, Alipay. Alipay არის 60 მილიარდ დოლარიანი აპლიკაცია, რომელსაც მობილურის მომხმარებლების 50%-ზე მეტი იყენებს.
ჩინეთის მთავრობამ და ჩინეთის სახალხო ბანკმა ადგილობრივ ბანკებს მოუწოდეს, რომ გამოავლინონ ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქცია, რომელიც ჰონგ-კონგის ბაზართან იქნებოდა დაკავშირებული. მიუხედავად ბრძანებისა, იმ შემთხვევაში თუ ჩინელი ინვესტორები ჰონგ-კონგის ბაზარზე ვეღარ ივაჭრებენ მაშინ, ინვესტორებისთვის ვაჭრობა მობილური აპლიკაციით იქნება ხელმისაწვდომი.