ჩილეს ანტიმონოპოლიურმა სასამართლომ კვლავ კრიპტოვალუტის ბირჟების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. მომდევნო რამდენიმე მოსმენა თებერვალშია დაგეგმილი, როდესაც სასამართლომ ორივე მხარის ჩვენება უნდა მოისმინოს.
სხდომებს დაესწრებიან ჩილეს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ფელიპე ლარეინი, ეკონომიკის მინისტრი ხოსე რამონ ვალენტე და ქვეყნის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი სეგიზმუნდო შულინ-ზეუტენი.
ანტიმონოპოლიური სასამართლო დეკემბრის დასაწყისში ჩილეს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ წინა გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ქვეყნის უმაღლესი სასამართლო დაჟინებით ითხოვდა, რომ ბანკებს ჰქონოდათ კანონიერი უფლება არ გაეწიათ კრიპტო-ბირჟებისთვის მომსახურება. ამის არგუმენტად კი ნათქვამი იყო, რომ ციფრული ვალუტა ჩილეს კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა და კრიპტოვალუტა ფულის გათეთრების რისკებს შეიცავდა.
შეგახსენებთ, რომ ორმა ბანკმა, Banco del Estado-მ და Itau Corpbanca-მ კრიპტოვალუტის ბირჟებს ანგარიშები დაუხურეს. ამის შემდეგ ბირჟებმა სასამართლოს მიმართეს და ანგარიშების ხელახალი გახსნა მოითხოვეს.
ჯერ კიდევ დეკემბერში ორივე ბანკმა ერთობლივი განცადება გამოაქვეყნა, რომლითაც უზენაეს სასამართლოს მოუწოდებდნენ გაეუქმებინა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, კრიპტობირჟების წინააღმდეგ იყო მიმართული.