შვეიცარიის Lenzburg ბანკი ქვეყანაში პირველი ბანკი გახდა, რომელიც ბიზნეს-ანგარიშებს Blockchain-სა და კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის უზრუნველჰყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ Falcon Private Bank-მა გასული წლის განმავლობაში კრიპტო აქტივების მართვის სერვისები უზრუნველყო, Lenzburg-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიან ვაილდიმ დაადასტურა, რომ მათი ბანკი პირველია ქვეყანაში, რომელიც ანაგრიშებს Blockchain და fintech კომპანიებისთვის გახსნის.
ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ბანკი ფულის გათეთრების პრობლემას სრულად აცნობიერებს. მან განაცხადა, რომ ბანკი სავარაუდო რისკის შემცველ ფაქტორებს განიხილავს.
მარიან ვაილდის განცხადებით, Lenzburg-ი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება კლიენტების შერჩევას. ცოტა ხნის წინ, კრიპტოინდუსტრიიდან ბანკმა მხოლოდ ორი კომპანია მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კრიპტივალუტის ბიზნესის განვითარების პარალელურად, ბანკები ციფრული ვალუტის მიმართ პოლიტიკას უფრო ამკაცრებენ. ამის გამო, ბევრი კრიპტოვალუტის ბირჟა ქვეყანას ტოვებს და საზღვარგარეთ იწყებს ოპერირებას. ასეთი ფაქტები უფრო აზიის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
რაც შეეხება შვეიცარიას: შეგახსნებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ცენტრალური შვეიცარიის ცუგის ოლქი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის გლობალური ჰაბი გახდა.