ვლადიმერ პუტინი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ორაზროვან განცხადებას აკეთებს

0
2026

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორაზროვანი, კომენტარი გააკეთა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით.

გადაცემაში “პირდაპირი ხაზი” რუსმა ბლოგერმა არტემ ხოხოლიკოვმა პრეზიდენტს კრიპტოვალუტის შესახებ სამი კითხვა დაუსვა:

“რუსეთს აქვს საკუთარი კრიპტოვალუტა?… აკონტროლებს მთავრობა?… ფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტა მთლიანად შეცვლის სტანდარტულ ფულს?”

პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთს არ შეუძლია საკუთარი კრიპტოვალუტის ქონა, რადგან კრიპტოვალუტის ბუნებიდან გამომდინარე არ შეიძლება იყოს ცენტრალიზებული სახით სახელმწიფოს საკუთრებაში. პუტინმა მაინინგი ახსენა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მაინინგს რეგულაციას არ უწესებს, თუმცა “ფრთხილად” ეკიდება ამ საკითხს.

“რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ურთიერთობა კრიპტოვალუტასთან მიმართებაში არის ის, რომ ის კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად არ მოიაზრებს. ის არაფრით არ არის გამყარებული, ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ”,- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მან იქვე დასძინა, რომ რუსეთმა თვალი უნდა გაადევნოს ამ ფენომენის განვითარებას მსოფლიოში, რათა შემუშავდეს გეგმა, თუ როგორ შეუძლია რუსეთს მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეისწავლოს კრიპტოვალუტის გავლენის საკითხები, რათა თავიდან იქნას აცილებული საერთაშორისო საფინანსო საქმიანობის სფეროში რაიმე შეზღუდვა და ამასთანავე, შესაძლებელი იყოს კრიპტოვალუტის გამოყენებით დასავლეთის სანქციებისგან თავის არიდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი