შვეიცარიის მთავრობა ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვების საკითხს სწავლობს

0
2067

შვეიცარიის მთავრობის ფედერალურმა საბჭომ მოითხოვა მოხსენება სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის ე.წ. ელ-ფრანკის შემოღებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

ახლა, შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ უნდა გადაწყვიტოს, მხარი დაუჭიროს თუ არა ფედერალური საბჭოს თხოვნას გამოკვლევის შესახებ.

თუ წინადადება დამტკიცდება, შვეიცარიის ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე კვლევას ჩაატარებს.

“ფედერალურმა საბჭომ იცის ძირითადი გამოწვევები, როგორც იურიდიულ ასევე, ფულად საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თან ახლავს ელ-ფრანკის გამოყენებას.

საბჭო ითხოვს, რომ შემოწმდეს ელ-ფრანკის რისკები და შესაძლებლობები. ასევე საჭიროა ელ-ფრანკის იურიდიული, ეკონომიკური და ფინანსური ასპექტების განმარტება”,- აცხადებენ საბჭოში.

ეროვნულ კრიპტოვალუტის განვითარების აზრი თებერვალში შვეიცარიის საფონდო ბირჟის SIX-ის თავმჯდომარემ რომეო ლეხერმა დააყენა.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში არსებული სხვა ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტის შემოღებას ითხოვენ.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ანდრეა მეკლერმა გასულ თვეში განაცხადა, რომ კერძო სექტორის ციფრული ვალუტა უკეთესი და ნაკლებად სარისკოა, ვიდრე სახელმწიფო დონეზე გამოცემული კრიპტოვალუტა, რადგან მთავრობის მიერ გაცემულმა კრიპტოვალუტამ შეიძლება შეასუსტოს ბანკის პოზიციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი