შვედეთი მიწის ყიდვა-გაყიდვისათვის Blockchain-ს გამოიყენებს

0
1983

შვედეთის მიწის საკუთრების მმართველი ორგანო Lantmäteriet-ი უახლოეს მომავალში ორწლიანი ტესტირების შემდეგ, თავის პირველ, Blockchain-ზე დაფუძნებულ მიწის სავაჭრო სისტემას წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

Lantmäteriet-მა მოხალისეთა სია შეადგინა. მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმით საკუთრების ყიდვა-გაყიდვის რიგით პირველ ოპერაციებში. მეთს სნელმა Lantmäteriet-ის ციფრული ტექნოლოგიების მომსახურეობის ხელმძღვანელმა Wall Street Journal-თან განაცხადა, რომ ტექნოლოგიის თვალსაზრისით Lantmäteriet-ი სიახლისათვის მზად არის.

Lantmäteriet-მა Blockchain ტექნოლოგიის ტესტირება 2016 წელს დაიწყო, მეორე ეტაპი 2017 წლის მარტში დასრულდა, ხოლო 2017 წლის ივლისში, შვედეთის მიწის რეგისტრაციის სამსახურმა შვედეთის Blockchain startup ChromaWay-ის ქსელის გამოიყენება დაიწყო.

ChromaWay-ს გარდა, Lantmäteriet-ი პარტნიორობს სხვადასხვა კომპანიებთან. თანამშრომლობის მიზანია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით Blockchain-ის გამოყენების გაფართოება.

მიუხედავად იმისა, რომ Lantmäteriet-ი უკვე ფუნქციონირებს ციფრულ სისტემაში ხელშეკრულების გაფორმების დრო შესაძლოა, სამიდან ექვს თვემდე გაიწელოს. “Blockchain-ის სისტემაში ამ პროცესს შეიძლება ერთი საათი დასჭირდეს”,- განაცხადა იორგენ მადინმა, ChromaWay-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. მან ისიც აღნიშნა, რომ მყიდველისა და გამყიდველის ქვეყანაში ყოფნა გარიგების შესადგენად არც კი არის საჭირო.

Wall Street Journal-ი იუწყება, რომ ჯერ კიდევ არსებობს დაბრკოლებები სანამ, Blockchain-ს ფართო მასშტაბით უძრავი ქონების გარიგებებისთვის გამოიყენებენ. კერძოდ, ციფრული ხელმოწერები რეგისტრაციისთვის ან ქონების შესაძენად შვედეთის კანონის თანახმად, არასანქცირებულ ქმედებად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში Nasdaq-მა და შვედეთის SEB (Scandinavian Individual Bank) ბანკმა Blockchain-ზე დაფუძნებული სავაჭრო პლატფორმის ტესტირება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი