ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ სურს კრიპტო ინვესტორებისთვის უზრუნველყოს დაცვის ისეთივე დონე, რაც უკვე არსებობს ტრადიციულ ფინანსებში.
ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი ადგილობრივი ინვესტორების დასაცავად გეგმავს კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ლიცენზირების რეჟიმის შემოღებას.
ბანკის მმართველმა აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ინიციატივა მიზნად ისახავს ყირგიზეთის რესპუბლიკაში კრიპტო ოპერაციებისა და ინვესტორების უსაფრთხოებას.
”ქვეყნის ეროვნული ბანკის მიზანია შექმნას ხელსაყრელი პირობები ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. თუ გსურთ შეიძინოთ ბიტკოინი – თქვენ იხდით ფულს და ბიტკოინს იღებთ. თუკი ადგილობრივი ვალუტით დოლარის შეძენა გსურთ, მაშინ ახდენთ კონვერტაციას. ტრადიციულ სავალუტო ოფისს აქვს ბანკის ლიცენზია, ამიტომ ფულის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. მიზანი არის ის, რომ კრიპტო სექტორიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყოს”,- აღნიშნა ეროვნული ბანკის მმართველმა.
ბანკის გეგმების მიუხედავად, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტის უსაფრთხო ინვესტიციებში, ცენტრალური ბანკი კვლავ აფრთხილებს საზოგადოებას კრიპტო ინვესტიციების მაღალი რისკების შესახებ.
შეგახსენებთ რომ, 2020 წლის ნოემბერში კრიპტო კანონპროექტის შემოტანის შემდეგ, ყირგიზეთის მთავრობამ 2021 წლის იანვარში წარმოადგინა ორი კანონპროექტი “კრიპტოვალუტის დამუშავების შესახებ” და “ციფრული აქტივების სფეროში საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
გარდა კრიპტოვალუტის ბირჟების ლიცენზირებისა, ყირგიზეთი ასევე ცდილობდა მაინინგისთვის რეგულაციები შემოეღო. თუმცა ამდრომდე მაინინგის სექტორზე არანაირი სახის რეგულაცია არ ვრცელდება.