ყაზახეთმა შესაძლოა, მაინინგზე გადასახადი გაზარდოს

0
1576

ყაზახეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგის გადასახადის გაზრდას გეგმავს. ეს კი ქვეყანას ინდუსტრიის განვითარებისთვის ნაკლებად მიმზიდველს გახდის.

ყაზახეთის ფინანსთა პირველმა ვიცე-მინისტრმა, მარატ სულთანგაზიევმა გააჟღერა ინიციატივა, რომელიც კრიპტო მაინინგისათვის მოხმარებული ენერგიის მიმდინარე ფასს 0,0023 დოლარს კვტ/სთ-ზე, ზრდის 0,01 დოლარამდე, რაც დაახლოებით 335%-იანი ზრდაა.

მარატ სულთანგაზიევმა ასევე ინიციატივა გააჟღერა, რომელიც თითოეულ პლასტიკურ ბარათზე დააწესებს გადასახდს. ეს კი შესაბამისად მაინინგის აღჭურვილობის თითოეულ დეტალზე გაზრდის ფასს.

ბიტკოინის მაინინგი მოითხოვს სპეციფიკური ტექნიკის გამოყენებას. მაინინგის უფრო დიდი ოპერაციები მოიცავს 10000-ზე მეტ მაინინგ მოწყობილობას, მათ შორის ASIC-ებს, GPU-ებს, გაგრილების სისტემებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საშუალებებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ჩინეთმა აკრძალა მაინინგი, ყაზახეთი მაინერებისათვის შეუცვლელი ალტერნატივა გახდა. თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, არეულობამ და ინტერნეტის შეზღუდვებმა, კრიპტო ინდუსტრიისათვის ყაზახეთიც არც თუ ისე მიმზიდველ ადგილად აქცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი