ყოფილი პროკურორი ინვესტიციას კრიპტოვალუტაში განახორციელებს

0
3720

Silicon Valley-ზე დაფუძნებული კომპანია Andreessen Horowitz-ის პარტნიორი ქეით ჰონი კრიპტოვალუტის სივრცეში პირველი ქალი ინვესტორია, რომელიც კრიპტოვალუტის ფონდისთვის 300 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ჰონი ასევე არის Coinbase-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. მანამდე კი, 10 წლის განმავლოვაში ფედერალურ პროკურორად მუშაობდა. მის სამუშაოში შედიოდა ციფრული აქტივები და კრიპტოვალუტის სტარტაპების ირგვლივ არსებული კანონდარღვევების საქმეები.

ქეით ჰონი ასევე მონაწილეობდა კრიპტოვალუტის ბირჟა Mt. Gox-ის ჰაკერების თავდასხმის გამოძიებაშიც.

“ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც მისი კარიერის შესახებ შევიტყვე. მან შეაჩერა ორგანიზებული დანაშაულები, გამოამჟღავნა ფულის გათეთრებისა და კიბერ-დანაშაულის ფაქტები. მის სიაში არ ირიცხება არცერთი გამოუძიებელი საქმე”,- აცხდებს Andreessen Horowitz-ის თანადამფუძნებელი.

Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, Andreessen Horowitz-ი ახალი კრიპტოვალუტის ფონდის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ინვესტიციებს Blockchain პროექტებში განახორციელებს.

“ჩვენ მთლიანად ფოკუსირებას ვახდენთ ამ მიმართულებით. საჭიროა მოქნილობა, რომ შედეგები მალე დავინახოთ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტო სფეროში გასული წლის განმავლობაში ინვესტორების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა”,- აცხადებს ფონდის პარტინორი კრის დიქსონი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი