თეთრმა სახლმა კრიპტოვალუტის პოლიტიკის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

0
879

თეთრი სახლი კრიპტოვალუტისთვის პირველ ყოვლისმომცველ დასკვნას აქვეყნებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ ციფრული ვალუტების განვითარების უზრუნველსაყოფად, ფედერალურმა სააგენტოებმა ერთობლივად შეადგინეს დასკვნა, რომელიც შეერთებულ შტატებში კრიპტო რეგულირების ექვს ძირითად მიმართულებაზეა ორიენტირებული.

ის აჯამებს ცხრა ცალკეული მოხსენების შინაარსს, რომლებიც წარედგინა პრეზიდენტს, რათა დასახოს ციფრული ვალუტების პასუხისმგებელი განვითარების მკაფიო გეგმა და გზა გაუხსნას შემდგომი მოქმედებისთვის.

აღნიშნული დასკვნა თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ის 7 კომპონენტისგან შედგება: (1) მომხმარებლების, ინვესტორების და ბიზნესის დაცვა; (2) უსაფრთხო, ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის ხელშეწყობა; (3) ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა; (4) პასუხისმგებელი ინოვაციის წინსვლა; (5) გლობალური ფინანსური ლიდერობისა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცება; (6) უკანონო ფინანსებთან ბრძოლა და (7) აშშ-ს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შესწავლა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პუნქტი არაფერ ახალს არ შეიცავს. ის უბრალოდ არსებულ პრინციპებს და კრიპტო პოლიტიკას უსვამს ხაზს, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია იცავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი