კრიპტობირჟა ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთის ნაკრებების სპონსორი ხდება

0
1181

თურქეთის მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა, BtcTurk-ი ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე, ქალთა და მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების მთავარი სპონსორი გახდება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, შეთანხმება ხანგრძილივი კონსულტაციების შედეგად შედგა.

ამასთანავე, თურქეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდები სპონსორების ლოგოებს უნიფორმებზე არ იყენებენ, მაგრამ BtcTurk-ის ლოგო მოთამაშეთა მაისურებზე მაინც განთავსდება.

საფეხბურთო სამყაროში კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ცოტა ხნის წინ, გიბრალტარის ადგილობრივმა საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებს ანაზღაურება კრიპტოვალუტით გადაუხადონ.

გიბრალტარის საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1943 წელს შეიქმნა ამჟამად, თამაშობს გიბრალტარის საფეხბურთო ლიგის პრემიერლიგის დივიზიონში.

როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, კლუბის სპონსორი და პარტნიორი პაბლო დანა ასევე ინვესტიციებს ახორციელებს კრიპტოვალუტის სფეროშიც.

პაბლო დანამ ბრიტანეთის Guardian-ს განუცხადა, რომ ყველა მოთამაშის კონტრაქტში შემდეგი სეზონიდან კრიპტოვალუტით გადახდა იქნება გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი