22 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1135

ორშაბათს, 22 მარტს კრიპტოვალუტის ბაზრისთვის არცთუ სახარბიელო დღე აღმოჩნდა. ციფრული ვალუტების ბაზარი წინა დღესთან შედარებით შემცირდა.

21 მარტს ბიტკოინის კურსი 58.767 დოლარს შეადგენდა. თუმცა გუშინ, დღის ბოლოს, ფასმა 57.500 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული. ეს კი ნიშნავს, რომ ფასი 56.000 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი ასევე 3%-ით შემცირდა. საბოლოოდ, ეთერიუმის ღირებულებამ 1.745 დოლარი შეადგინა.

ბოლო პერიოდში ფასის ზრდის ტენდენციის დროს ეთერიუმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 13 მარტს დაფიქსირდა, რა დროსაც ფასი 1.937 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი პირველ მარტს 1.416 დოლარზე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 2.18%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 753.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი