თებერვლის თვე კრიპტო ბაზარმა დაბალი მაჩვენებლებით დაიწყო. რეგულაციებმა და ჰაკერების თავდასხმამ კრიპტოვალუტის კურსი მნიშვნელოვნად შეარყია. თუმცა, ბიტკოინმა დაიბრუნა 10.000 დოლარის ნიშნული და ზრდა განაგრძო.
CoinMarketCap-ის მონაცმების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 511 მილიარდი დოლარია.
ბიტკოინი ასცდა 11.000 დოლარის ნიშნულს და სტაბილურად განაგრძობს ზრდას. მართალია, ეთერიუმის ღირებულება 1000 დოლარამდე მერყეობს, თუმცა ექსპერტების მოსაზრებების თანახმად, ამ კვირაში ეთერიუის კურსი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.
CoinMarketCap-ის ციფრული ვალუტების ტოპ ათეულში მხოლოდ ლაიტკოინია “გაწითლებული”. წინა კვირას საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ ლაიტკოინი დაიწყებდა LTC-ით ნაღდი ანაგრიშსწორებით გადახდის მომსახურეობის შემოღებას. ასევე, დაანონსდა ლაიტკოინ Cash-ის გამოშვებაც. ლაიტკოინის ფასი ამჟამად, 240 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, 9-12 თებერვლის შუალედში ანონიმმა კლიენტმა დაახლოებით, 41.000 ბიტკოინი შეიძინა, რაც ნიშნავს, რომ ანონიმმა მომხმარებელმა ბიტკოინში 440 მილიონი დოლარის კაპიტალი დააბანდა.