26 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2035

ოთხშაბათს, 26 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარზე ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში CoinMarketCap-ზე მოცემული პირველი 20 კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია ჯამში დაახლოებით 20%-ით იყო გაზრდილი.

გუშინ, ბიტკოინის ფასი 6.500 დოლარის დონეს მიუხლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 6.498 დოლარია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის მოგება 3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს: გუშინ, ეთერიუმის ფასი 220 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო. ბოლო 24 საათის განამვლობაში კრიპტოვალუტის კურსმა თითქმის 5%-იანი მოგება ნახა.

უნდა აღინიშნოს, რომ თვის განმავლობაში ეთერუმის ფასის შემცირების მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 217 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი