კვირას, 16 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე რყევები შეიმჩნეოდა, რასაც ფასებზე განსაკუთრებული ზეგავლენა არ მოუხდენია.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსმა მცირედი ზრდა განიცადა. კრიპტოვალუტის ფასმა მოიმატა და 6.504 დოლარის ნიშნულს მიაღწია.
რაც შეეხება ბიტკოინის ყოველკვირეულ მოგებასა: კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 5.1%-ით გაუმჯობესდა.
ხაზგასმით აღსანიშნავია კვირის მანძილზე ეთერიუმის კურსი მატება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასი მცირე დანაკარგებს განიცდის უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტა მაინც ახერხებს, თუნდაც 1%-ით კურსის გაზრდას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსის ზრდამ 13%-ი შეადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ ეთერიუმის ფასი 222 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს CoinMarketCap-ზე დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაციამ 203 მილიარდი დოლარი შეადგინა.