იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული იენის გამოშვებას გეგმავს

0
1416

Monex–ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ციფრული იენი კრიპტო ბაზარს გამოაცოცხლებს.

იაპონიის ფინანსური მომსახურების გიგანტის Monex-ის ხელმძღვანელი, ოკი მაცუმოტო იაპონიის ცენტრალური ბანკის ბოლოდროინდელ ინტერესს ციფრული ვალუტის მიმართ მიესალმება.

შემოდგომაზე იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ სტაბილკოინის კონცეფციის შემოწმებას 2021 წელს დაიწყებს და მხოლოდ შესწავლის შემდეგ დაამტკიცებს.

ამის შემდეგ გაცხადდა განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის მიდგომის დამატებითი დეტალები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კერძო სექტორი მზად არის შეასრულოს მთავარი როლი ტესტირების ფაზაში და დაეხმაროს ცენტრალურ ბანკს მის ხელთ არსებული რესურებით.

გასულ კვირას მედია აქტიურად წერდა, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების გიგანტის Monex Inc-ის გენერალური დირექტორი მიესალმება ცენტრალური ბანკის უფრო აქტიურ პოზიციას სტაბილკოინის შექმნის შესახებ.

აღმასრულებელი დირექტორი, ოკი მაცუმოტო კი ამტკიცებს, რომ სტაბილკოინის შემოღების ნებისმიერი ნაბიჯი პოზიტიური იქნება იაპონიის ეკონომიკის დიგიტალიზაციისთვის. ამით ეკონომიკა უფრო ეფექტური გახდება.

”ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა მნიშვნელოვნად გაზრდის კრიპტოვალუტების ურთიერთქმედებას. ეს ციფრული ვალუტის ბაზარს ნამდვილად გამოაცოცხლებს”,- აღნიშნა ოკი მაცუმოტომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი