კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
3762

ბიტკოინის ფასის მომატების შემდეგ კრიპტოვალუტის კურსმა მკვეთრად დაიკლო. ანალიტიკოსები კრიპტოვალუტების ფასის ზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთებისგან ისევ თავს იკავებენ.

ბიტკოინი

ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის ზრდის მაჩვენებელი ის იქნება, როდესაც ბიტკოინის კურსი 7.200 დოლარზე მეტს აჩვენებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ბიტკოინის ფასმა 6.000-დან 8.500 დოლარს შორის იმოძრაოს.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ 6.800 დოლარზე შეინარჩუნონ გრძელვადიანი პოზიციები.

თუმცა, ექსპერტების ეს პროგნოზი არ გამართლდება, თუკი კრიპტოვალუტა 5.900 დოლარის დონეზე დაეცემა. ასეთ დროს ბიტკოინის კურსმა მოსალოდნელია, რომ 5.400-დან 5.000 დოლარს შორის იმოძრაოს.

ეთერიუმი

ეთერიუმი ცდილობს 358 დოლარის პოზიციის შენარჩუნებას. 8 აგვისტოს კრიპტოვალუტის ღირებულება 346 დოლარს შეადგენა, თუმცა მომდევნო დღეს კრიპტოვალუტამ ფასის აწევა მოახერხა და კურსი 370 დოლარზე დაფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 346 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 280 დოლარის დონე დაიჭიროს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

რიპლი

8 აგვისტოს რიპლის კურსი 0.32 დოლარის დონეზე დაეცა. თუკი რიპლის კურსი დაიკლებს მომდევნო სამიზნე ფასი 0.24 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. რიპლისთან დაკავშირებითაც ექსპერტები იგივეს ურჩევენ ტრეიდერებს, საჭიროა ფასის ზრდას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი 8 აგვისტოს 564 დოლარამდე დაეცა. 9 აგვისტოს კი შეძლო ფასის მომატება და 619 დოლარზე დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ი მხარდაჭერილია 573 დოლარის დონეზე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი 573-დან 619 დოლარს შორის იმოძრავებს.

კრიპტოვალუტის ფასის მატებად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც ბიტკოინ Cash-ის კურსი 620 დოლარზე ზემოთ აიწევს.

თუკი ანალიტიკოსების ეს პროგნოზი არ გამართლდა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსმა ჯერ 537-ზე, ხოლო შემდეგ 400 დოლარის ფარგლებში იმერყეოს.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსს 9 აგვისტოს 65 დოლარაზე გაზრდის მცდელობა ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლაიტკოინი სხვა კრიპტოვალუტების მსგავად რთულ ვითარებაში იმყოფება.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულება 60 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლაიტკოინის ფასს 74 დოლარზე ექნება მხარდაჭერა.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ იქამდე არ განახორციელონ ვაჭრობა სანამ კრიპტოვალუტის კურსი შედარებით სტაბილური არ გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი