ჩინეთის უდიდესმა პროვინციამ Blockchain ბიზნესისთვის ლიცენზიის გაცემა დაიწყო

0
1343

უდიდესმა ჩინურმა პროვინციამ გუანგძუმ ლიცენზიის გაცემა Blockchain ბიზნესისთვის დაიწყო. თუმცა, როგორც პრეს-რელიზშია ნათქვამი, ლიცენზიას ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ოპერატორებზეც გასცემენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიცენზიის მიღება სტარტაპებისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჯერ არ არის ცნობილი თუ რამდენ ბიზნეს ოპერატორზე გაიცა ნებართვა.

ჩინური მედიის ცნობით, ამჟამად, ჩინეთში 263 Blockchain-თან დაკავშირებული პროექტები მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში მსოფლიო პროექტების 25%-ს შეადგენს.

ჯერ კიდევ აგვისტოში ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე სიჩუანის პროვინციის წარმომადგენელმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ხელშეკრულება გულისხმობდა Blockchain ტექნოლოგიის კომპანიის შექმნას, რომელიც სატყეო მეურნეობის განვითარებას უზრუნველყოფდა.

შეგახსნებთ, რომ შემოდგომაზე ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.

ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს. ჰაინანში ასევე გათვალისწინებული იყო კვლევითი ინსტიტუტის არსებობაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი