10 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2312

სამშაბათს, 10 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით, კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა, შემცირებამდე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირის მანძილზე, თითქმის, ყველა კრიპტოვალუტის ფასი სტაბილურად მზარდი იყო. ფასები მკვეთრად არ გაზრდილა, თუმცა აშკარად შეინიშნებოდა 7.000 დოლარის ზღვართან მიახლოება.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების ფასების ცვლილებას:

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 6.417 დოლარზე ჩამოვიდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 6%-ით დაიკლო. რაც შეეხება გასულ კვირეებს, მაშინ როცა ფასის მაჩვენებელი 7.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა დღევანდელ კურსთან შედარებით ბიტკოინი 2.8%-ით არის შემცირებული.

ბოლოს ასეთი მაჩვენებელი 8 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც ბიტკოინზე ვაჭრობა 6.831 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 9%-ით დაიკლო. კლების შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება 440 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, სამშაბათს, 10 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 253 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი