30 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარი მეტნაკლებად გაიზარდა. ბიტკოინის კურსმა დაახლოებით, 8%-ით მოიმატა ბოლო 24 საათის განმავლობაში. საბოლოოდ, ფასი 6.391 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ეთერიუმმაც მოახერხა კურსის ზრდა და ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 12%-ით გაიზარდა. 30 ივნისის მონაცემებით, ეთერიუმის ფასი 455 დოლარს შეადგენდა.
ბიტკოინ Cash-მაც მოახერხა ზრდა. კრიპტოვალუტის კურსმა 14%-ით მოიმატა. შაბათს, ბიტკოინ Cash-ი 755 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 258 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება კვირა დღეს, 1 ივლისს ბიტკოინის კურსი 0,52%-ით გაუმჯობესდა და კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6.392 დოლარი შეადგინა.
გაუმჯობესდა ასევე ეთერიუმის კურსიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 1.46%-იანი ზრდა აჩვენა. თუმცა, ფასი მერყევი იყო და ძირითადად ისევ 455 დოლარის გარშემო მოძრაობდა.
კვირა დღესაც შაბათის მსგავსად კრიპტოვალუტების კურსის ზრდის ტენდენცია აშკარაა, თუმცა გარდამტეხი ცვლილებები არ შეიმჩნევა.
საბაზრო კაპიტალიზაციას რაც შეეხება, Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კვირას 1 ივლისს კაპიტალიზაციამ 257 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.