13 მაისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
1853

ოთხშაბათს, 13 ივნისს კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად დაეცა. Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, თითქმის, ყველა კრიპტოვალუტა 9-დან 14%-მდე შემცირდა.

ბიტკოინის კურსმა 11%-ით დაიკლო. 13 ივნისს ბიტკოინის კურსი, დაახლოებით, 6.449 დოლარს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა ამ თვეში კურსის მეოთხედი, 25% დაკარგა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 24 საათში 4.8 მილიარდი დოლარია.

ბიტკოინის შემდეგ, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, ეთერიუმი 24 საათის განმავლობაში 10% -ზე მეტით დაეცა. ეთერიუმის კურსი 13 ივნისს, დაახლოებით, 475 დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმი ბოლო დროს დაფიქსირებულ ქვედა ზღვარს ჩასცდა, რაც ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 500 დოლარზე ნაკლებს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში ეთერიუმმა მთელი 30% დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 274 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი