კვირის მიმოხილვა: ფასების ანალიზი

0
2510

წლის დასაწყისში ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის ზრდას ვარაუდობდნენ. ბევრი ექსპერტი ამ აზრზე დარჩა მაშინაც კი, როდესაც კურსი მკვეთრად დავარდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვე არცთუ წარმატებულად დაიწყო კრიპოვალუტის კურსისთვის.

ბიტკოინი

ბიტკოინი კურსი კლების ტენდეციას აჩვენებს, მაგრამ თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირებას შეწყვეტს მოსალოდნელი ფასი 7.433, 7.317 და 7.100 დოლარია.

ფასის ზრდისკენ ცვლილების პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ბიტკოინის კურსი 7.941 დოლარზე იქნება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის კურსი 6000-დან 12.000 დოლარმადე იმერყევებს. აქედან გამომდინარე, მოვაჭრეებმა უნდა დალოდონ, როდის მიაღწევს ბიტკოინის კურსი 7.941 დოლარის ნიშნულს ან 6.500 დოლარის ნიშნულზე, როდის ჩამოვა და ხანგრძილივი დროით გაჩერდება.

მხოლოდ ამ ორ მაჩვენებლების გათვალისწინებით შეიძლება ვაჭრობის დაწყება.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსიც შემცირებას განიცდის. მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 540 დოლარზე ჩამოვიდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმი მოახერხებს ფასის გაზრდას მოსალოდნელი კურსი 630 დოლარია.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ეთერიუმმა ხანგრძლივი პოზიციების შენარჩუნება მოახერხოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ურჩვენ ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას.

რიპლი

რიპლის მოსალოდნელი კურსი 0.63-დან 0.75 დოლარამდე მერყეობს.

ანალიტიკოსებს რიპლისთან დაკავშირებით, პოზიტიური ხედვები აქვთ. თუმცა, იქამდე სანამ კურსი არ გამყარდება ექსპერტები არანაირი სახის ვაჭრობის რეკომენდაცის არ იძლევიან.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-იც სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად განიცდის კურსის მკვეთრ რყევებს. კრიპტოვალუტის ფასის პროგნოზი ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ი მოახერხებს ფასის გაზრდას მოსალოდნელი მაჩვენებლი 1300 დოლარია.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი კლებისკენ წავა მაშინ, ბიტკოინ Cash-ის ფასი 1060 დოლარამდე დაეცემა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსმა 127 დოლარის ნიშნულს ვერ მიაღწია. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტას ძლიერი მხარდაჭერა აქვს 115 დოლარზე.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი 107 დოლარზე დაბლა ჩამოვა ეს აშკარა კლების ტენდენციის მაჩვენებელი იქნება. ამის შემდეგ კი, მოსალოდნელი კურსი 84 დოლარია.

ლაიტკოინი ზრდას მაშინ დაიწყებს, როდესაც კურსი 127 დოლარის ნიშნულს მიაღწეს.

მანამ სანამ, კრიპტოვალუტის კურსი ოდნავ მაინც არ გამყარდება ანალიტიკოსები ტრეიდერებს არანაირი სახის ვაჭრობას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი